Loading data...
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი 25 წელიწადში აღარ იარსებებს

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი რეფორმებს არ განახორციელებს, შესაძლოა მისი არსებობა დასრულდეს. ამის შესახებ ორბანმა რუმინეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

კითხვაზე, იარსებებს თუ არა ევროკავშირი 25 წლის შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უარყოფითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამინდელი მდგომარეობით სიცოცხლისუნარიანი არ არის. 

„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, - განაცხადა ორბანმა.