Loading data...
ვიქტორ ორბანმა „უკრაინას უნგრეთის მტერი უწოდა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „უკრაინას უნგრეთის მტერი უწოდა“.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინა მუდმივად მოითხოვს, რომ უნგრეთს რუსული იაფი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ.

„უკრაინელებმა უარი უნდა თქვან ბრიუსელის მიმართ მოთხოვნაზე, რომ უნგრეთს რუსული იაფი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ. ვიდრე უკრაინა ამას აკეთებს, ვფიქრობ, ის ჩვენი მტერია“, - აცხადებს ვიქტორ ორბანი.

მან დასძინა, რომ კომუნალური გადასახადების შემცირების გარეშე, უნგრული ოჯახებისთვის კომუნალური ხარჯები წელიწადში 1 მილიონი ფორინტით (დაახლოებით 2600 ევროთი) გაიზრდებოდა.

ორბანმა, ასევე, განაცხადა, რომ რადგან უკრაინა უნგრეთის მეზობელია, მას მოუწევს მასთან თანამშრომლობა, მაგრამ მას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება არ უნდა მიეცეს.