Loading data...
ვიქტორ ორბანი: უნგრეთს რუსეთის არ ეშინია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მას რუსეთის არ ეშინია, რადგან უნგრეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია.

„არა, ჩვენ არ გვეშინია.  თქვენ თუ ხართ ნატოს წევრი, ეს ნიშნავს თურქეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, საფრანგეთს, დიდი ბრიტანეთს, მაშინ რისი უნდა გვეშინოდეს ჩვენ? ჩვენ, ასევე, ვართ ევროკავშირის წევრი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია რუსეთზე. რატომ უნდა გვეშინოდეს? ჩვენ არ გვეშინია“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

როდესაც ვიქტორ ორბანს ჰკითხეს, მიიჩნევდა თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მიენიჭოს, ვიქტორ ორბანმა დადებითად უპასუხა.

„ის ამას იმსახურებს. ეჭვგარეშეა“, - დასძინა მან.