Loading data...
ვიქტორ ორბანი - უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს

„უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. 

როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთი არ დანებდება. 

„უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს. უნგრეთი არ დანებდება. დავიცავთ უნგრელ ოჯახებს. უკრაინა უნგრეთის არჩევნებში ერევა ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ დაფინანსებით. 

ასევე, პოლიტიკურ შანტაჟს იყენებენ მილსადენ „მეგობრობის“ მეშვეობით ნავთობის მიწოდების დაბლოკვით, რათა საწვავის ფასები და საყოფაცხოვრებო ხარჯები გაზარდონ“, - აცხადებს ვიქტორ ორბანი. 

ინფორმაციისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ არ მიეწოდებათ.