ვიქტორ ორბანი: უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის და მნიშვნელობა არ აქვს, უნგრული დრონები გადაფრინდნენ თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის და მნიშვნელობა არ აქვს, უნგრული დრონები გადაფრინდნენ თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე.
„დავუშვათ, ისინი {დრონები} გადაფრინდნენ რამდენიმე მეტრში უკრაინასთან ახლოს. მერე რა?“, - განაცხადა ორბანმა.
ამასთან, ვიქტორ ორბანმა უკრაინას ურჩია აღმოსავლეთ საზღვარს მეტი ყურადღება მიაქციოს.
უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ის არ უნდა მოიქცეს ისე, თითქოს სუვერენულია. თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ ხვალ ერთი ფორინტიც არ მისცეს, უკრაინა შეიძლება გაკოტრდეს. ეს არ არის ის, რაც მას უნდა აწუხებდეს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრული სადაზვერვო დრონის შეჭრის შესახებ განაცხადა.
ზელენსკის განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ზელენსკის „უნგრეთის საწინააღმდეგო განწყობები“ აქვს.