Loading data...
ვიქტორ ორბანი: პრეზიდენტ ზელენსკის მუქარა ჩემს წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის უნგრეთს ემუქრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა. 

„პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩემს წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის უნგრეთს ემუქრება. მისდა საუბედუროდ, ის ვერ შემაჩერებს უნგრული ოჯახების დაცვაში“, - აცხადებს ორბანი. 

„ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.