Loading data...
ვიქტორ ორბანი: ომი ძალიან ახლოსაა, დასავლეთ ევროპაში მზადება დაწყებულია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დასავლეთ ევროპას ომისთვის მზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი სცენარი არ განხორციელდეს.

„ომი ძალიან ახლოსაა. დასავლეთ ევროპაში მზადება დაწყებულია. ბოლო დროს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრები სამხედრო საბჭოს დაემსგავსა, სადაც იმაზე მსჯელობენ თუ როგორ დაამარცხონ რუსეთი. ბუდაპეშტი ასეთი სცენარის კატეგორიულად წინააღმდეგია, რადგან ის შეიძლება ახალ მსოფლიო ომად იქცეს. არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სცენარი არ განხორციელდეს“, - განაცხადა ორბანმა.