Loading data...
ვიქტორ ორბანი: გლობალური ლიბერალური ეპოქა დასრულდა, ახლა ყალიბდება ლოკალური პატრიოტული წესრიგი

გლობალური ლიბერალური ეპოქა დასრულდა, ახლა ყალიბდება ლოკალური პატრიოტული წესრიგი, - ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტელეარხ „ჯიბიენ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი აზრით, ახალ ეპოქაში ვართ. ეს ცვლილება ბოლო ორ-სამ წელიწადში არ დაწყებულა. ეს გაცილებით ადრე დაიწყო. ჩემი აზრით, ამჟამად ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება. ჩვენ თანამედროვე პოლიტიკის წინა პერიოდს თუ ვუწოდებთ ლიბერალურ ეპოქას, მაშინ ეს პერიოდი დასრულდა და რაღაც სხვა მოდის.

არავინ მოიფიქრა ახალი ეპოქის ახალი სახელწოდება, თუმცა ჩვენ მას ვეძახით პატრიოტულს, მაგრამ ეს ალბათ მთლად სწორი არაა. ანუ, გლობალური ლიბერალიზმიდან, ჩვენ გადავდივართ ლოკალურ პატრიოტიზმზე“, - აღნიშნა ორბანმა.

ვიქტორ ორბანს, ასევე, ჰკითხეს ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე, რაზეც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჯერ კიდევ საკითხავია, აშშ-ის პრეზიდენტმა ომი დაიწყო, თუ მშვიდობა“.

„ჯერ საკითხავია ტრამპმა ომი დაიწყო, თუ მშვიდობა. ამას ისტორიკოსები გადაწყვეტენ, რადგანაც, როგორც მე მესმის, მისი განზრახვა და ეს გაგება დაფუძნებულია ტრამპთან რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონში გამართულ საუბრებზე. ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანი არის ომის წყარო და ირანზე დარტყმა ნიშნავს მოქმედებას ომის შტაბ-ბინის წინააღმდეგ. ამიტომ, დროა საჭირო, რათა გავიგოთ, მშვიდობისკენ მივემართებით ამ დარტყმებით, თუ ომისკენ“, - აცხადებს ორბანი.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში წინა კონფლიქტების გამოცდილება აჩვენებს, რომ აშშ ახალი გაჭიანურებული ომის საფრთხის წინაშე დგას.

„ძალიან იოლია ქვეყნის არმიის განადგურება, მაგრამ შემდეგ რთულია ძალაუფლების კონსოლიდაცია. საბოლოო ჯამში, გრძნობ ცდუნებას, რომ ეს გააკეთო ადგილზე სამხედროების გაგზავნით და შემდეგ შეიძლება, იქ გაიჭედო“, - დასძენს ორბანი.