ვიქტორ ორბანი: „ევროპის სახალხო პარტიას“ სურს, ევროკავშირი ომის წამქეზებელ სამხედრო ალიანსად გადაიქცეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიას“ სურს, ევროკავშირი ომის წამქეზებელ სამხედრო ალიანსად გადაიქცეს.
„ევროპის სახალხო პარტიას“ (EPP) სურს ვეტოს უფლების გაუქმება და ევროკავშირის ომის წამქეზებელ სამხედრო ალიანსად გადაქცევა. ეს მთელ ევროპას ემუქრება. უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ერთად უნდა განაგრძონ მუშაობა სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად და ევროპის ომში ჩათრევის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ დამახინჯებული გეგმები ევროპის მომავლად იქცეს“, - წერს უნგრეთის პრემიერი.
⚠️ The @EPP wants to strip veto rights and turn the EU into a warmongering military alliance. This threatens all of Europe. Hungary, Slovakia, and the Czech Republic must continue working together to secure sovereignty and prevent Europe from being dragged into war. We cannot… pic.twitter.com/doJvGzpOZE
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 3, 2026