ვიქტორ ორბანი: ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ბუდაპეშტში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტრამპი 2022 წელს რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ მოხდებოდა.
„ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებული შტატების ძალისხმევაზე [უკრაინაში] მშვიდობის მიღწევის მიმართულებით. უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ტრამპს, მის სამშვიდობო ინიციატივებს. უკვე ოთხი წელია ომის ჩრდილში ვცხოვრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ 2022 წელს ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომი არ გვექნებოდა. ის არ დაიწყებოდა
. ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა“, - აღნიშნა ორბანმა.