Loading data...
ვიქტორ ორბანი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება მშვიდობას არ მოიტანს, ის ევროპას ომს მოუტანს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ევროპას ომს მოუტანს.

ორბანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ღიად მოითხოვს 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამას სამხედრო უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს.

„პრეზიდენტი ზელენსკი ღიად ითხოვს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას 2027 წლისთვის და ამას სამხედრო უსაფრთხოების გარანტიად განიხილავს იმ დროს, როცა უკრაინელი სამხედრო ლიდერები უნგრეთს ემუქრებიან.

ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება მშვიდობას არ მოიტანს, ის ევროპას ომს მოუტანს. ეს არც განიხილება: უნგრეთი არ დააფინანსებს, შეაიარაღებს ან ლეგიტიმაციას მისცემს საკუთარი უსაფრთხოების საფრთხეს“, - წერს ორბანი.