Loading data...
ვიქტორ ორბანი: ჩეხმა ხალხმა ფანჯრიდან მოისროლა ბრიუსელის ცისარტყელას კოალიცია, ჩეხეთს კვლავ საღი აზრი მართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლის ჩეხეთში გასული წლის ოქტომბერში გამართული არჩევნები გაიხსენა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში პრემიერ ანდრეი ბაბიშის მთავრობა მოვიდა.

„ანდრეი ბაბიშმა გაიმარჯვა ჩეხეთის არჩევნებში. ჩეხმა ხალხმა საკუთარი არჩევანი დაგვანახა, მათ ფანჯრიდან მოისროლეს ბრიუსელის ცისარტყელას კოალიცია. ჩეხეთს კვლავ საღი აზრი მართავს. ჩეხეთის გარეშე არ არსებობს ძლიერი ცენტრალური ევროპა. ვულოცავთ ანდრეი ბაბიშს, ჩვენ შენს გვერდით ვდგავართ ამ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ“, - თქვა ორბანმა.

სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერი პოლონეთში შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პოლონეთში კონსერვატორ კაროლ ნავროცკის გაპრეზიდენტებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ დავიბრუნებთ პოლონეთსაც. ისინი ზღურბლზე დგანან, ნახევარი გზა გავლილია. ჩემმა მეგობარმა მატეუშ მორავეცკიმ და მისმა პარტიამ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიშეგრადის 4 სახელმწიფოდან, სამ-ნახევარი ჩვენია, ველით პოლონეთის არჩევნებს და ვთხოვთ მორავეცკის, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი მისია“, - დასძინა ორბანმა.