Loading data...
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს ომისა და სანქციების გაგრძელება სურს

„ბრიუსელს ომისა და სანქციების გაგრძელება სურს“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვაშინგტონში მასსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები ყველა უნგრელისთვის საკეთილდღეოა.

„პოლიტიკაში იშვიათი მომენტებია, როდესაც დებატებსა და ეჭვებს აზრი არ აქვს, როდესაც რაღაც იმდენად ნათლად კარგია, რომ ძნელია მისი სხვაგვარად დანახვა. ჩვენი მოლაპარაკებები ვაშინგტონში სწორედ ასეთი მომენტი იყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებები ყველა უნგრელისთვის საკეთილდღეოა.

ბრიუსელმა მაშინვე მოახდინა რეაგირება. მათ განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გათავისუფლებულია აშშ-ის სანქციებისგან, ისინი მაინც აკრძალავენ რუსული ენერგომატარებლების იმპორტს ევროპაში 2027 წლიდან. მათ სურთ ომისა და სანქციების გაგრძელება. ნუ ჩქარობ, ბრიუსელო! ამაზე თავადაც გვექნება რამდენიმე სიტყვა სათქმელი. ჩვენ ნათლად ვხედავთ, სად დგას ყველა - ვინ არის უნგრული ოჯახების მხარეს და ვინ - ბრიუსელის“, - წერს ორბანი.