1765993738
უცხოეთი
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელმა უკან დაიხია, გაყინული რუსული აქტივების საკითხი ევროპული საბჭოს სხდომაზე აღარ განიხილება
„ბრიუსელმა უკან დაიხია, გაყინული რუსული აქტივების საკითხი ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე აღარ განიხილება“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, ევროკომისია ერთობლივ სესხებს უჭერს მხარს.
„ევროკომისია ახლა ერთობლივ სესხებს უჭერს მხარს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ომის ხარჯები ჩვენმა ოჯახებმა გადაიხადონ. არა, ჩვენი ხელმძღვანელობის ქვეშ“, - წერს ორბანი.
A victory for the @PatriotsEU: the Brusselians backed down, Russian assets will not be on the table at tomorrow’s #EUCO. The Commission now pushes joint loans, but we will not let our families foot the bill for Ukraine’s war. Not on our watch. pic.twitter.com/NlMbOoXrjB
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 17, 2025