Loading data...
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ, ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.

როგორც ორბანი წერს, უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული.

„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ, ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ.

„წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას და არა კონფლიქტების ესკალაციას. ვიდრე სხვები აბრკოლებენ, პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას მშვიდობისთვის. უნგრეთი სიამაყით დგას შეერთებული შტატების გვერდით, მშვიდობის მხარეს“, - აღნიშნავს ორბანი.