Loading data...
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინულმა დაზვერვამ უკვე უკრაინელების სმარტფონებში შეაღწია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ოპოზიციური პარტია „ტისას“ დახმარებით უნგრელების სმარტფონებში შეაღწია. ამის შესახებ ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. 

„შეაღწიეს {უკრაინელები} ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში თავიანთი მოკავშირეების დახმარებით. უკრაინელებმა ჩვენს სმარტფონებში შეაღწიეს, თუმცა ამას არ დავუშვებთ“, - აცხადებს ორბანი. 

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ვიქტორ ორბანის განცხადება სავარაუდოდ, უნგრული გამოცემა Index-ის მიერ ინფორმაციას ეხება, რომლის თანახმადაც, უკრაინული კომპანია PettersonApps-ი ოპოზიციური პარტიის, Tisza-სთვის, აპლიკაციაზე მუშაობდა.

მანამდე კი, უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის წინააღმდეგ მორალური შანტაჟის ტექნიკის იყენებს“.