Loading data...
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუდაპეშტში ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა როდის, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. 

„ის, რაც გადაიდო, მაინც მოხდება. უბრალოდ არა მაშინ, როცა ჩვენ გვინდა, არამედ ცოტა მოგვიანებით“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერიტორიულ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო „ჩიხშია შესული”.

ორბანმა, ასევე, ისაუბრა 2022 წლის ე.წ. „სტამბოლის შეთანხმებებზე“ - ის მიიჩნევს, რომ შეთანხმება წარმატებასთან ახლოს იყო, მაგრამ „ანგლო-საქსებმა ის ჩაშალეს“.

ინფორმაციისთვის, ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.