Loading data...
ვიქტორ ორბანი: არსებულ ვითარებაში ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების გარეშე ვერ გადარჩება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის პოზიციას რუსული ნავთობის მიწოდებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სიგიჟედ მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, არსებულ ვითარებაში ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების გარეშე ვერ გადარჩება. ორბანმა განცხადება ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ფაქტია, რომ ახლა გლობალური ნავთობის დეფიციტი კარზე აკაკუნებს. ამიტომ, ევროპელების ქცევა და სტრატეგია ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ სიგიჟეა. ჩვენ უდავოდ გვჭირდება რუსული ნავთობი. ამ სიტუაციაში, რომელიც ამ პირობებში სულ უფრო სერიოზული ხდება, ვერ გადავრჩებით რუსული საწვავის რესურსების მოზიდვის გარეშე. ევროპა ვერ გადარჩება ამის გარეშე“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.