Loading data...
„ვფიქრობ, ეს მოხდება“ - ტრამპი გრენლანდიის შესაძლო ანექსიაზე

ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის მიერ გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ გააკეთა კომენტარი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია ტრამპის ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე? აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

„ვფიქრობ, ეს მოხდება. ჩვენ ეს გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოგვიწევს გარიგების დადება გრენლანდიასთან დაკავშირებით“.