Loading data...
„ვერ იქნება მოლაპარაკებები, სანამ იარაღი საუბრობს, დიალოგი შეუძლებელია, თუ ამავდროულად მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ“ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა რუსეთს, „ისეთივე მკაფიო პასუხი“ გასცეს უკრაინას, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა და განაცხადა, 12 მაისიდან, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ კიევში ლიდერებმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, „წარმოადგინეს მკაფიო წინადადება“ - ორშაბათიდან ამოქმედდება უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ვალდებულება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღო.

ახლა, მაკრონის თქმით, „ჩვენ რუსეთისგანაც, ასევე, მკაფიო პასუხს ველით“.

„კიევში, ჩვენ გავაკეთეთ ნათელი შეთავაზება: 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება.

პრეზიდენტი ზელენსკი ამის ერთგულია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ რუსეთისგან მოველით ასეთივე მკაფიო პასუხს.

მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს. დიალოგი შეუძლებელია, თუ ამავდროულად მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ცეცხლის შეწყვეტა ახლავეა საჭირო, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს მშვიდობისთვის“, - აცხადებს მაკრონი.