Loading data...
ვენსმა განმარტა, თუ რატომ სჭირდება ტრამპს პუტინთან დიალოგი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ.ვენსმა განმარტა, თუ რატომ იწყებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიალოგს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან.

Fox News- თან ინტერვიუში ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი.

საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანისგან მოისმინა ტრამპის კრიტიკა პუტინთან საუბრის გამო. ამავდროულად, ვენსმა ახსნა ამ საუბრების მოტივი.

„არ არის აუცილებელი, დაეთანხმოთ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრის შესახებ, მაგრამ თუ გსურთ მშვიდობის მიღწევა, ძლიერი უნდა იყოთ. ასევე, უნდა ესაუბროთ ხალხს. უნდა ჩაერთოთ აგრესიულ, აქტიურ დიპლომატიაში“, - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ტრამპის პოზიციაა, ყურადღება მშვიდობაზე გაამახვილოს, მაგრამ არ მისცეს მედიას უფლება, უკარნახოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

„მისი დოქტრინაა, გყავდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია, ყურადღება გაამახვილოს მშვიდობაზე, მაგრამ არ მისცეს ვაშინგტონში ჟურნალისტებს საშუალება, გითხრან, ვისთან შეგიძლია საუბარი და როგორ შეგიძლია დიპლომატია განახორციელო“, - დასძინა ვენსმა.