1761073681
უცხოეთი
ვენსი მიიჩნევს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი შენარჩუნდება

ისრაელში ვიზიტის დროს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ ვენსმა ისრაელის მხარესა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთე.
ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ვენსმა განაცხადა, რომ გასული კვირის მოვლენები მას „დიდ ოპტიმიზმს აძლევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული იქნება“.
თუმცა, მან დასძინა, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მდგრადი მშვიდობის გზაზე „იქნება აღმასვლა და დაღმასვლა“.
„იქნება დრო, როდესაც მოგეჩვენებათ, რომ საქმეები კარგად არ მიდის“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.