ვენსი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „მოლოდინზე უკეთესად მიმდინარეობს“, თუმცა „ამას ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდება“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ ვენსმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „მოლოდინზე უკეთესად მიმდინარეობს“.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისტორიული სამშვიდობო გეგმიდან ერთი კვირა გავიდა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქმეები უკეთესად მიდის, ვიდრე მე მოველოდი.
აქ, სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ცენტრში, რომლის გახსნასაც ვაცხადებთ, ისრაელელები და ამერიკელები ერთობლივად მუშაობენ ღაზას აღდგენის გეგმის დასაწყებად, გრძელვადიანი მშვიდობის განსახორციელებლად“, - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ვენსი ხაზს უსვამს, რომ ბევრი სამუშაო და რომ „ამას ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდება“, ამავდროულად აქებს კუშნერის, ვიტკოფის და აშშ-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის უფროსის, ადმირალ ბრედ კუპერის ძალისხმევას შეთანხმების განხორციელებისთვის.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის მთავარი მრჩეველი ჯარედ კუშნერი, რომლებიც შეთანხმების მთავარი შუამავლები იყვნენ, ისრაელში ამ კვირის დასაწყისში ჩავიდნენ.