Loading data...
ვენსი: ჩვენ არ გვსურს მშვიდობა, რომელიც რამდენიმე წელში ისევ კონფლიქტამდე მიგვიყვანს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი  ჯეი დი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

შეხვედრისას ვენსმა უკრაინის დელეგაციას განუცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, კონფლიქტის გრძელვადიან დარეგულირებას მიაღწიოს. 

„ჩვენი სურვილია, რომ შეწყდეს მკვლელობები, თუმცა ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ უწყვეტ, ხანგრძლივ მშვიდობას და არა ისეთს, რომელიც რამდენიმე წელში აღმოსავლეთ ევროპაში ისევ კონფლიქტამდე მიგვიყვანს“, - ამბობს ვენსი. 

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის „კიდევ მრავალი ასეთი დიალოგი იქნება უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში“.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიმართა: „ჩვენ ნამდვილად ძალიან გვინდა ეს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები“.