ვენსი აცხადებს, რომ ტრამპმა ის ორბანთან უნგრეთის არჩევნებში ევროკავშირის ჩარევის გამო გაგზავნა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა, რადგან აღშფოთებულია არჩევნებში „ბრიუსელის ჩარევით“. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში ვიზიტის დროს განაცხადა.
ვენსის თქმით, ის, რაც ხდებოდა არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნგრეთში, უცხოური ჩარევის „ყველაზე ცუდი მაგალითია“. მისივე თქმით, „ბრიუსელის ბიუროკრატებმა“ უნგრეთის არჩევნებში ჩარევა სცადეს, მაგალითად, ფასების გაზრდით.
„ვიქტორ ორბანთან ვისაუბრეთ არა საარჩევნო კამპანიაზე, არამედ იმაზე, თუ რა სჭირდება მას ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ვენსმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ის ბუდაპეშტში არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაგზავნა, რადგან ის, რაც ქვეყანაში „ბრიუსელის ბიუროკრატიიდან“ შედის, აღმაშფოთებელია.
ვენსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორბანის ლიდერობა შეიძლება ევროპის კონტინენტისთვის მაგალითი იყოს. მან დასძინა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს ვიქტორ ორბანის ხელახალი არჩევის უზრუნველსაყოფად.
„ვიქტორ ორბანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი, როდესაც საქმე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადა მან.