ვენსი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ტრამპის სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში და განაცხადა, რომ ენდობა მას იმის უზრუნველყოფაში, რომ „წარსულის შეცდომები“ აღარ განმეორდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს ომის დაწყებიდან ვენსს სამხედრო მოქმედებების მიმართ საჯაროდ ცალსახა მხარდაჭერა არ გამოუხატავს.
როდესაც ვენსს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა ის საომარ მოქმედებებს და ყოყმანობს თუ არა, მან უპასუხა, რომ პრეზიდენტი დიდი ხანია, ამბობს, რომ ირანი არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს და რომ თავადაც ეთანხმება მას.
„ვფიქრობ, ერთი დიდი განსხვავება ისაა, რომ ჩვენ გვყავს ჭკვიანი პრეზიდენტი, მაშინ, როცა წარსულში სულელი პრეზიდენტები გვყავდა და მე ვენდობი პრეზიდენტ ტრამპს, რომ საქმეს შეასრულებს, ამერიკელი ხალხისთვის კარგ საქმეს გააკეთებს და დარწმუნდება, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება“, - განაცხადა ვენსმა, რომელიც ტრამპის გვერდით იდგა ოვალურ კაბინეტში გამართულ ღონისძიებაზე.