1743764526
უცხოეთი
ვენსი აცხადებს, რომ აშშ დაიცავს თავის ინტერესებს გრენლანდიაში „ნებისმიერ ფასად“

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის გრენლანდიაში ვიზიტის ფონზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიცავს თავის ინტერესებს კუნძულზე „ნებისმიერ ფასად“.
„გრენლანდია მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისა და სარაკეტო თავდაცვისთვის. ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ამერიკის ინტერესები ნებისმიერ ფასად“, - განაცხადა ვენსმა.
ვენსმა აღნიშნა, რომ გრენლანდიელებმა განაცხადეს, რომ „დანიისგან დამოუკიდებლობა სურთ“ და ასევე, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას „მეტ ფულს“ გადაუხდის, ვიდრე დანია.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ შეგვიძლია გრენლანდიის მოსახლეობას გაცილებით მეტი ფული მივცეთ, ვიდრე ახლა ვაძლევთ. ისევ იმიტომ, რომ უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.