1767514083
უცხოეთი
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დელსი როდრიგესი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად დანიშნა
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა. აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, როდრიგესი „იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, რათა გარანტირებული იყოს მართვის უწყვეტობა და ქვეყნის ყოვლისმომცველი დაცვა“.
ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მადურო ბრუკლინში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.