1772692648
უცხოეთი
ვენესუელის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს კეთილგანწყობისთვის მადლობას უხდის
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ერთობლივი სამუშაოს შესრულებისას გამოხატული კეთილგანწყობისთვის, მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი მთავრობის კეთილგანწყობისთვის, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ იმ დღის წესრიგზე, რომელიც გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელის ხალხების საკეთილდღეოდ“, - დაწერა მან თავის Telegram არხზე.
მანამდე, დონალდ ტრამპმა დელსი როდრიგესის მუშაობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის მნიშვნელობას.