Loading data...
ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი აშშ-ს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა, შეერთებული შტატების მთავრობას დღის წესრიგზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, დღის წესრიგი მიზნად ისახავს „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საზოგადოების მდგრადი თანაარსებობის გასაძლიერებლად, ერთობლივ განვითარებას“.

როგორც დელსი როდრიგესი აცხადებს, ვენესუელა პრიორიტეტს მიანიჭებს აშშ-სთან და რეგიონთან დაბალასებული და პატივისცემით სავსე საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სვლას.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობას და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ეს არის მთელი ვენესუელის გზავნილი ახლა. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“, - განაცხადა როდრიგესმა.