Loading data...
ვენესუელის დედაქალაქი დაიბომბა - კარაკასში აფეთქებების ხმა გამთენიისას გაისმა

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გამთენიისას სულ მცირე, შვიდი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობას მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც სააგენტო იუწყება, აფეთქებების გამო ქალაქის მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. შავი კვამლის დანახვა კარაკასის სხვადასხვა უბნიდან იყო შესაძლებელი.

ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება აფეთქებები კარაკასში.