1782507018
უცხოეთი
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 920-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 900-ს გადააჭარბა. აცხადებს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი.
როდრიგესის თქმით, სულ მცირე 920 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3360 დაშავდა. დაახლოებით 172 ადამიანი კი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.
დაზიანებულია 383 შენობა, მათ შორის 13 საავადმყოფო და 25 სავაჭრო ცენტრი.
მიწისძვრების შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიიდან 243 ადამიანი გადაარჩინეს.
ცნობისთვის, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.