Loading data...
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 188-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 188-მდე გაიზარდა, - აცხადებს ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაშავებული ადამიანების რიცხვი 1520 შეადგენს. 

როდრიგესი აცხადებს, რომ 200-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი. 

ინფორმაციისთვის, 24 ივნისს ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, 1967 წლის შემდეგ, ეს ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

მიწისძვრის გამო ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.