1783760530
უცხოეთი
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა - The Guardian
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარის ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, 24 ივნისს მომხდარი ორი ერთმანეთის მიყოლებით ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 118 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 740 დაშავდა.
სტიქიამ სანაპირო შტატ ლა-გუაირაში მთელი უბნები გაანადგურა. ათასობით ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, იუწყება The Guardian.
ვენესუელაში, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 24 ივნისს მოხდა. თავდაპირველად, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. მოგვიანებით, მიწისძვრა განმეორდა. განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო.