ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს უახლოვდება
ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 2 954-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად 16 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ათასობით ადამიანი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ვენესუელის მთავრობას დაკარგულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა, გაეროს მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 50 000-ს აღწევს.
საერთაშორისო სამაშველო ჯგუფებმა, მათ შორის აშშ-იდან და სამხრეთ ამერიკიდან, ძებნა-შველის ოპერაციების შეწყვეტა დაიწყეს. ვენესუელის პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა საერთაშორისო გუნდებს, მათ შორის მათ სამაშველო ძაღლებს, მედლები გადასცა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სამაშველო მისიები სრულდება.
ვენესუელა განიცდის „ღრმა მწუხარებას, რომელიც ჩვენს ხალხს ეუფლება, სადაც ოჯახები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ საყვარელ ადამიანებს ცოცხალს იპოვიან, ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს“, - განაცხადა როდრიგესმა.
ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები 24 ივნისს ერთმანეთისგან რამდენიმე წამის ინტერვალით მოხდა. მიწისძვრების შედეგად ყველაზე ძლიერად დედაქალაქ კარაკასის ჩრდილოეთით, ლა-გუაირას სანაპირო რაიონი დაზარალდა.