Loading data...
ვენესუელაში გადაარჩინეს კაცი, რომელიც ნანგრევების ქვეშ 8 დღის განმავლობაში იმყოფებოდა

ვენესუელაში მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც მიწისძვრის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევები ქვეშ 8 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. წერს BBC.

როგორც მედია წერს, ერნან გილის სამაშველო ოპერაცია კაცის აღმოჩენიდან 100 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის 140 ტონა ნანგრევების ქვეშ იყო მოქცეული.

„უდავოა, ყველაზე რთული და ტექნიკურად ძნელი ოპერაცია იყო, რაც კი ოდესმე მქონია“, - განაცხადა ჩილელმა მაშველმა.

კოსტა-რიკის წითელი ჯვრის პარამედიკოსმა ალან მადრიგალმა, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კაცი ინციდენტის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.