1785826699
უცხოეთი
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი 2 მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად 6 125 ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია უმაღლესი კანონმდებლის ხორხე როდრიგესის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს მონაცემებში.
არაოფიციალური შეფასებით, 17 000-დან 29 500-მდე ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მიწისძვრების შედეგად თითქმის 200 შენობა დაინგრა ძირითადად სანაპირო შტატ ლა-გუაირაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.
როდრიგესის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
ხელისუფლებამ 16 200-ზე მეტი ნაგებობის მდგომარეობა შეაფასა, როგორც სახიფათო, რის გამოც ბევრი მათგანი მოსახლეობამ დატოვა. ათასობით ადამიანი ამჟამად ლა-გუაირასა და კარაკასში დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.