1771076253
უცხოეთი
ვენესუელაში 17 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს
ვენესუელის ახალმა ხელისუფლებამ 14 თებერვალს 17 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. როგორც ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, „ზონა №7“-ში მყოფი პატიმრები გათავისუფლდნენ. მან გათავისუფლებულების ვინაობა არ დაასახელა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პარალელურად ვენესუელის პარლამენტში ამნისტიის კანონი განიხილება, რომლის მიხედვით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების დევნა უნდა შეწყდეს. საუბარია ბრალდებებზე, რაც ბოლო 27 წლის განმავლობაში ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროსა და მისი წინამორბედის, უგო ჩავესის დროს პოლიტიკურ ოპონენტებს წაუყენეს.
ბოლო დებატები ვენესუელის პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობის გამო შეწყდა, რომელიც ამნისტიის რეალიზების მექანიზმებს შეეხებოდა.