Loading data...
ვატიკანში გლოვა დასრულდა - კარდინალებმა უკანასკნელი სამგლოვიარო მესა აღავლინეს

კათოლიკური სამყაროს ციტადელში კონკლავისთვის ემზადებიან - ვატიკანმა გლოვა დაასრულა. კარდინალებმა სამგლოვიარო მესა, 9 დღის შემდეგ, უკანასკნელად შეასრულეს. 

135 კარდინალი, რომელთა საშუალო ასაკი 80 წელია, სიქსტეს კაპელაში შეიკრიბება, დახურულ კარს მიღმა კი, ყოველგვარი კამათისა და საუბრის გარეშე, ვატიკანი ახალ პაპს აირჩევს. 

რომის 276-ე პაპის არჩევას მსოფლიო, სიქსტეს კაპელადან ამოსული თეთრი კვამლით შეიტყობს.