1765310749
უცხოეთი
ვასილი ნებენზია: დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი მიაღწევს თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს, ერთადერთი კითხვა ის არის, ამას სამხედრო გზით გავაკეთებთ თუ დიპლომატიურად?
„ვფიქრობ, დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი მიაღწევს თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს“, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვფიქრობ, დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი მიაღწევს თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს... ერთადერთი კითხვა ის არის, ამას სამხედრო გზით გავაკეთებთ თუ დიპლომატიურად?
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ უპირატესობას ამ უკანასკნელ კურსს ვანიჭებთ. თუმცა, ევროპელი „ქორების“ მხრიდან ძირის გამოთხრისკენ მიმართული ქმედებების გამო, ჩვენ ამის რაიმე სერიოზულ პერსპექტივას ვერ ვხედავთ“, - აცხადებს გაეროში რუსეთის ელჩი.