Loading data...
ვაშინგტონში არალეგალ მიგრანტთა დაკავების მაჩვენებელი 10-ჯერ გაიზარდა

ვაშინგტონში არალეგალ მიგრანტთა დაკავების მაჩვენებელი 10-ჯერ არის გაზრდილი. CNN-ის ინფორმაციით, 7 აგვისტოდან დღემდე, კოლუმბიის ოლქში 300-მდე ადამიანი დააკავეს, რომლებსაც კანონიერი საემიგრაციო სტატუსი არ ჰქონდათ.

ამასთან, ქალაქში შემცირებულია დანაშაულის მაჩვენებელი. კერძოდ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულები გასულ კვირასთან შედარებით, 19%-ით არის შემცირებული, სასტიკი დანაშაულები კი - 17%-ით.

11 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში წესრიგის დამყარების მიზნით, რიგი ზომების მიღების შესახებ განაცხადა და ვაშინგტონის პოლიცია ფედერალურ მთავრობას დაუქვემდებარა. ამის შემდეგ, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ნაწილები შევიდნენ.