1758109952
უცხოეთი
ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს - Reuters

ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას პირველად დაუჭირა მხარი. ინფორმაციას სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ ამერიკული არსენალებიდან იარაღის შეძენა ნატოს ქვეყნებმა დააფინანსონ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ კოლიმ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ორი პაკეტი დაამტკიცა, თითოეულის ფასი 500 მლნ აშშ დოლარია. შეიარაღება უკრაინაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.
ეს აშშ-ის მიერ ახალი მექანიზმის, „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების“ გამოყენების პირველი შემთხვევაა. მექანიზმი აშშ-მა შეიმუშავა, რომელიც ამერიკის მარაგებიდან, ნატოს სახსრებით ამერიკული შეიარაღების გამოყენებას ითვალისწინებს.