Loading data...
ვარშავაში უკრაინელი კაცი დააკავეს, რომელსაც 70 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი და ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ უკრაინელი კაცი დააკავა  და 70 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო. 

როგორც უკრაინული მედია წერს, დაკავებულია 29 წლის კაცი, რომელიც სავარაუდოდ სამართალდამცველებისგან დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა. 

სამართალდამცველებმა მის ბინაში 71 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს, რომლის ღირებულება თითქმის 5 მილიონი ზლოტია (დაახლოებით 1.4 მილიონი დოლარი). 

პოლონელმა სამართალდამცველებმა, ასევე აღმოაჩინეს ყალბი დოკუმენტები. 

ჩხრეკის დროს პოლიციამ ასევე ხუთი ავტომობილი აღმოაჩინა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მათგან ორი - Range Rover-ი და Jaguar-ი იყო. 

პოლიციაში აცხადებენ, რომ ორივე მოპარული იყო. 

კაცს ჩადენილი დანაშაულებისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.