1773323854
უცხოეთი
ვარშავაში ღამით ალკოჰოლის გაყიდვას აკრძალავენ
ვარშავის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ქალაქში ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვის შემოღების შესახებ. ამის შესახებ RMF24 იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა იმოქმედებს 22:00-დან 06:00 საათამდე და შეეხება მაღაზიებსა და ავტოგასამართ სადგურებს. იმ შემთხვევაში თუკი ბრძანება არ გასაჩივრდება, აკრძალვა 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.
აღნიშნულს საკითხს ვარშავის საბჭოდან 57-მა პირმა დაუჭირა მხარი, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.
„ვარშავაში ალკოჰოლის ღამით გაყიდვის აკრძალვის შემოღებამ გრძელი გზა გაიარა და რეზოლუციის პროექტით დაიწყო“, - წერს მედიასაშუალება.
ალკოჰოლის ღამით გაყიდვის აკრძალვა არ გავრცელდება ფრედერიკ შოპენის აეროპორტის უბაჟო ზონაში არსებულ მაღაზიებზე.