Loading data...
ვარშავაში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

ვარშავაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ნავროცკის მოუწოდეს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს. კანონპროექტი „ევროპის უსაფრთხოების აქტის“ პროგრამის რეალიზებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც პოლონეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად 43 მილიარდიანი კრედიტი უნდა მიიღოს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებასა და გერმანულ იარაღზე დამოკიდებულების გაზრდას ისახავს მიზნად, რაც სარგებელს გერმანიას მოუტანს, პოლონეთს კი ვალების გადახდა ათწლეულების განმავლობაში მოუწევს.