ვალერი ზალუჟნი: 12 წლის განმავლობაში ვუსმენდი ზღაპრებს ნატოში გაწევრიანებაზე - უკრაინა ვერასოდეს შევა ნატოში
გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მას ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის არ სჯერა.
მისი თქმით, უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების სფეროში სხვა ალიანსებისა და პარტნიორობის განვითარებაზე.
„ნატოს ძალიან კარგად ვიცნობ. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვიყავი ჩართული იმ საქმეში, რომ ჩვენ ნატოს სტანდარტები დაგვენერგა. ყოველ წელს კი ვისმენდი ზღაპრებს, რომ აი, სულ მალე, შევიდოდით ნატოში. სამწუხაროდ, ჩვენ ნატოში ვერასოდეს შევალთ,“ — განაცხადა გენერალმა ზალუჟნიმ კიევში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაზე ელჩებთან საერთო შეხვედრაზე.
მისი თქმით, „შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.
„სავარაუდოდ, ნატო იმავე სახით დარჩება, როგორიც არის და 12 წელი გავა, ვიდრე უკრაინა იმ სტანდარტებს მიაღწევს, რომელიც აუცილებელია, რათა რუსეთის ფედერაციის დონის მინიმუმ ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს“, - დასძინა ვალერი ზალუჟნიმ.