Loading data...
უცნობმა მამაკაცმა სასამართლოს შენობასთან, სადაც ტრამპის პროცესი მიმდინარეობდა, თავი დაიწვა

უცნობმა მამაკაცმა მანჰეტენის სასამართლოსთან, სადაც აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, თავი დაიწვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მამაკაცი საავადმყოფოში საკაცით გადაიყვანეს. 

„მამაკაცმა უზენაესი სასამართლოს შენობის გარეთ თავი დაიწვა. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ დეტალებს შემთხვევის ადგილიდან“, -  განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

მედიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი გარემოებები და მიზეზი უცნობია.