1764956211
უცხოეთი
უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხი პუტინსა და მოდის შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო
უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თემა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შორის 4 დეკემბრის საღამოს პირისპირ საუბრის დროს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვმა კოლეგებს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების დეტალები გაუზიარა და ინდოეთის მხარემ, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევას და მოლაპარაკებების გზას უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
„როდესაც [რუსეთისა და ინდოეთის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და ნარენდრა მოდიმ] გუშინ პირისპირ საუბრის დროს საერთაშორისო ვითარება განიხილეს, ვფიქრობ, ეს თემა ერთ-ერთი მთავარი იყო“, - ხაზგასმით აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.