1765541181
უცხოეთი
უშაკოვის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ დონბასში არც რუსეთის და არც უკრაინის სამხედროები არ იმყოფებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ დონბასში არც რუსეთის და არც უკრაინის სამხედროები არ იმყოფებოდეს, თუმცა იქ განლაგებული იქნება რუსეთის ეროვნული გვარდია, პოლიცია და ყველაფერი, რაც წესრიგის დასაცავად არის საჭირო.
„სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არც ერთი ჯარი არ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული. დიახ, მაგრამ იქ იქნება რუსეთის ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია და ყველაფერი, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად და ცხოვრების ორგანიზებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა მან.
„ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგის მიუხედავად, ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა და ჩვენი ადმინისტრაციების კონტროლის ქვეშ იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა უშაკოვმა.