Loading data...
„უსარგებლო ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი მიზანია შეინარჩუნოს ამპარტავანი პარაზიტების კასტა“ - არგენტინის პრეზიდენტმა გაერო გააკრიტიკა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ორგანიზაცია მკაცრად გააკრიტიკა. 

მისი თქმით, გაეროს დაარსებისას წევრ ქვეყნებს შორის დადებული „წმინდა აღთქმა“, რომელიც კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდების ნაცვლად თანამშრომლობით მოგვარებას ითვალისწინებდა, დღეს დარღვეულია.

„ის გადაიქცა უსარგებლო ორგანიზაციად, რომლის ერთადერთი მიზანია შეინარჩუნოს ამპარტავანი პარაზიტების კასტა, რომლებიც კეთილგანწყობილ ბიუროკრატებად გვევლინებიან“, - განაცხადა მილეიმ სიტყვით გამოსვლიდან დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ. შემდეგ მან ციტატა მოიყვანა თავისი ერთ-ერთი იდეოლოგიური გმირის, ლიბერტარიანელი ეკონომისტის ლუდვიგ ფონ მიზესისგან: „კარგი ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე, როგორ გააკონტროლონ თავიანთი თანამოქალაქეების ცხოვრება“.